რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) დღეს ოკუპირებულ რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 36 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთში ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული მისი სახელობის ხეივანი გაშენდა.

ადგილობრივების ნაწილმა მავთულხლართებთან სამი ძირი კიპარისი დარგეს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს და წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალების შესახებ მომდევნო დღეს გახდა ცნობილი.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თითქმის ერთი თვის შემდედ - 20 მარტს გადმოასვენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×