რეზონანსი
02.04.2019

 31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ისინი ვაკეში, ყოფილი ლეჩკომბინატის შენობაში მშენებლობაზე მუშაობდნენ, როცა მოულოდნელად მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი ჩაიყოლა.

გლოვაა დაღუპულების ოჯახებში. ახლობლებს ძალიან უჭირთ მათზე წარსულ დროში საუბარი. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. დავით აბესაძე ჭიათურაში დაიბადა და გაიზარდა, საფარის საჯარო სკოლა დაამთავრა, მისი ოჯახი ჭიათურაში, ავარიონის დასახლებაში ცხოვრობს.

"დათო ოჯახის უფროსი შვილი იყო. 4 ძმა ჩემს თვალწინ გაიზარდა. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მშრომელი, სხვებზე მზრუნველი, სათნო და კეთილი ბიჭი იყო. ოჯახს ეკონომიურად უჭირდა, მაგრამ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ შვილებისთვის არაფერი მოეკლოთ. 4 ვაჟის გაზრდა არ არის იოლი საქმე.

შეყვარებული ჰყოლია, სექტემბერში უნდა ჰქონოდა ქორწილი. ბედნიერებისთვის ემზადებოდა, ბევრს შრომობდა, ეტყობა პირობები რომ მოეწყო და უცებ ეს საშინელება მოხდა. მისი შეყვარებული გოგო გორიდან არის. ცხედარი თბილისიდან რომ ჩამოასვენეს ჭიათურაში, ის გოგოც მოჰყვა, განადგურებულია.

ბიჭი ცოლის შერთვაზე ოცნებობდა, მომავალზე ოცნებობდა და ყველაფერი წამში დამთავრდა.

დათოსთან ერთად, იმ სამშენებლო კომპანიაში მისი ძმაც მუშაობდა, ის შეესწრო ამ ტრაგედიას. თავისი თვალით ნახა როგორ ცოცხლად როგორ ჩაიმარხა მისი ძმა მიწაში. წარმოიდგინეთ, რა მძიედ იქნება, უყურა ამ ყველაფერს. ისეთი საცოდაობა ტრიალებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. პატიოსანი შრომით პოულობდნენ თავიანთ ლუკმას და ასეთი დასასრული რატომ, ღმერთო? ხან თურქეთში დადიოდნენ ძმები სამუშაოდ, ხან თბილისში", - ამბობს აბესაძეების ოჯახის მეზობელი ქალბატონი.

(პალიტრა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×