რეზონანსი
02.04.2019

 იტალიაში საქართველო მოქალაქეებს შორის ჩხუბის დროს ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ბარიში, სარკინიგზო სადგურთან მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, ჩხუბის მონაწილეებმა სავაჭრო ადგილი ვერ გაინაწილეს. თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, შემდეგ კი ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ქართველმა ბოთლი გატეხა და მისი საშუალებით დაჭრა მოწინააღმდეგე.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

(პირველი არხი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×