რეზონანსი
02.04.2019

 ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც საქართველოს "პირველი არხი" იტყობინება, ვაკის პოლიციის შენობა ექვსივე დაკავებულმა დატოვა.

ადვოკატის ინფორმაციით, ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ექვსი მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×