რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გერმანულ გაზეთ "შპიგელს" ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი კითხვა ავლაბრის რეზიდენციაში მისი არ შესვლის მიზეზს უკავშირდებოდა, ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ თქვა უარი ამ რეზიდენციაში მუშაობაზე, რომელიც კორესპონდენტის შეფასებით, ბერლინის რაიხსტაგის პოსტმოდერნისტულ ვერსიას წააგავს. სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ შენობა არაბუნებრივად გამოიყურება და საქართველოს არ შეეფერება.

"სწორედ ეს არ მომწონს ამ შენობის, ის ისე არაბუნებრივად გამოიყურება და საქართველოს საერთოდ არ შეეფერება. რეზიდენცია, რომელშიც გადავალ, ისტორიული შენობაა. ის უკეთესად შეესაბამება პრეზიდენტის იმ როლს, რომელიც საქართველოს ახალ კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ის არაა ძალაუფლების ადგილი, რადგანაც მე მხოლოდ რამდენიმე აღმასრულებელი ფუნქციაღა მაკისრია. და ის გამოხატავს ჩემს პრიორიტეტებს - კულტურის სფეროს"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×