რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) აქციის მონაწილეებმა, რომლემიც 2 მუშის დაღუპვას აპროტესტებენ, ჭავჭავაძის 5 ნომერთან გადაინაცვლეს, სადაც ტრაგედია მოხდა. აქციის გამო ამ ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია.

მათი თქმით, ისინი იქ მანამდე დარჩებიან, სანამ მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. კერძოდ, აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორი „სოლიდარობის ქსელია". მათ შეუერთდნენ ასევე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი და დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013". აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის წინასწარი შეფასებით, ჭავჭავაძის ხუთ ნომერში, სადაც გუშინ მიწის ჩამოშლის შედეგად 2 მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება.

ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×