რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) ამ დრო­ის­თვის სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 1000-მდე ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში აღ­ნიშ­ნეს, 40 წელს ზე­მოთ მყოფ და­საქ­მე­ბუ­ლებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამ ეტაპ­ზე სქე­მის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არც ერთ მათ­განს არ აქვს, რამ­დე­ნა­დაც მათი პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან 3 თვის ვადა არ გა­სუ­ლა.

„იმ პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვმარ­თეს, გა­ი­ა­რეს შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცია, მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, ნა­ხეს სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი გვერ­დე­ბი. ამას­თან, ბევ­რმა მათ­გან­მა შე­იც­ვა­ლა აზრი და სქე­მა­ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. ამ­ჟა­მად სქე­მის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს არ აქვს, რად­გან ბუ­ღალ­ტე­რის მიერ დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის და­ხურ­ვი­დან და შე­სა­ბა­მი­სად, მათი პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან 3 თვის ვადა არაა გა­სუ­ლი," - გა­ნა­ცხა­დეს სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში.

ე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ი­დან დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც 2018 წლის 6 აგ­ვის­ტოს უკვე შე­უს­რულ­დათ 40 წელი ან მეტი. სა­პენ­სიო სა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი ადა­მი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 200 ათასს აღე­მა­ტე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×