რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, საკუთარ მობილურ ტელეფონს სავალდებულო ტექდათვალიერება ჩაუტაროს. მობილურები სხვადასხვა ფაქტორზე შემოწმდება, მათ შორის - შემოწმდება ინტერნეტის ისტორია და, პორნოსაიტების აღმოჩენის შემთხვევაში, მობილური ექვემდებარება დაბლოკვას. ახალი რეგულაცია "მუშა ტელეფონი - ჯანსაღი გარემო" მომდევნო თვიდან ამოქმედდება და ტექდათვალიერების საფასური 30 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ ერთ-ერთი კომპანიის "ოფიციალურ" განცხადებას: "ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, საკუთარ ტელეფონს ჩაუტაროს ტექდათვალიერება. კანონი მომდევნო თვიდან ამოქმედდება, ტელეფონის ტექინსპექტირების საფასური კი 30 ლარი იქნება.

ტელეფონი შეიძლება, დაიბრაკოს:

• დაზიანებულ ეკრანზე;

• გაბერილ ელემენტზე;

• ეკრანზე აღმოჩენილ დასაშვებ ნორმაზე მეტი ტონალურის კვალზე;

• დაზიანებულ აქსესუარებზე;

• ტელეფონი თუ ჩანაძირია;

• ტელეფონის პატრონის შიშველი სურათების აღმოჩენაზე;

• გადაიხედება ინტერნეტის ისტორია;

• პოლნო საიტების აღმოჩენაზე.

Apple City მიესალმება ახალ კანონს და გამოთქვამს ინიციატივას, ტელეფონების ტექინსპექტირების პირველი ცენტრი Apple City_ის მაღაზიაში გაიხსნას. მუშა ტელეფონი - ჯანსაღი გარემო! ",- აღნიშნულია განცხადებაში.

პ.ს დღეს პირველი აპრილია და თქვენს ინტერნეტის ისტორიას (ჯერჯერობით) არაფერი ემუქრება.

 

 

http://plus.kvira.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×