რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) იტალიის ქალაქ მილანში, 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მომღერლის ოჯახის წევრები და ახლობლები დეზინფორმაციას უწოდებენ

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის" ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე აცხადებს, იზა ქავთარაძე მოციმციმე არითმიით გარდაიცვალა.

„მილანიდან შემატყობინეს, რომ იზა ქავთარაძეს ძილის დროს გაუჩერდა სუნთქვა. მას ბავშვობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია - ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა", - აცხადებს შოთა სიხარულიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ქართული მედიასაშუალებებით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მან გადაამოწმა იტალიური პრესა და ამბობს, რომ იზას შესახებ მსგავსი არსად არაფერი თქმულა.

„იზა უნიჭიერესი გოგონა იყო. ის იყო მეცო სოპრანო. 1,5 წელია იმყოფებოდა იტალიის ქალაქ მილანში, სადაც მუშაობდა და სწავლობდა", - აცხადებს შოთა სიხარულიძე.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის იზა ქავთარაძე მილანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გუშინ, დილით ნახეს.

 

"ალია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×