რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს.

„ეს დღეც დადგა. ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას ჯერ არა.

ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპატიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს, ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს.

მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს და ოპერატორს, იმედია კარგად დაგამახსოვრეთ თავი. თქვენ ჩემთვის ყველაზე ფასეული იყავით ამ წლების განმავლობაში და იმედია ცოტათი მაინც გაგრძნობინეთ ეს. სადმე როდესმე კიდევ შევხვდებით

კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა", - წერს გოჩაშვილი.

"პრაიმტაიმის ინფორმაციით, ანა გოჩაშვილის ადგილს ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი დაიკავებს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×