რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს იმედი აქვს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაწყალებლად საპატრიარქო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

მაღალი სასულიერო პირი იმედს გამოთქვამს, რომ მამა გიორგი მამალაძეს სააღდგომოდ შეიწყალებენ. მეუფე პეტრეს თქმით, თუ გადაწყვეტილება დაგვიანდება, მსჯავრდებულს აუცილებლად მოინახულებს.

„იმედი მაქვს, რომ აღდგომის მადლით, საპატრიარქო გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს და მალე ვიხილავთ თავისუფლებაზე მამა გიორგის. თუ დღის წესრიგში დადგება და დაგვიანდება მისი გათავისუფლება, აუცილებლად მოვინახულებ"- აღნიშნავს მეუფე პეტრე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×