რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) იტალიაში 27 წლის ქართველი სტუდენტი იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო, მილანში სასწავლებლად იყო და ადგილობრივი სასწავლებლის სტუდენტი იყო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი სტუდენტის ცხედარი მილანში ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. სავარუდო, მიზეზად კი ნარკოტიკის კერძოდ "ჰეროინის" ზედოზირება სახელდება.

იზა ქავთარაძის ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

როგორც "ნიუპოსტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საკონსულო ინფორმირებულია და უწყებას აქტიური კონტაქტი აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×