რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე გაგრძელდება. 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, პირველ აპრილს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება, დღის ბოლოდან კი ქარი ამოვარდება. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2 აპრილს ძლიერი ქარი იქროლებს. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×