რეზონანსი
01.04.2019

 თბილისში, მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ახალგაზრდა ჭიათურაში ცხოვრობდა. მისი მშობლები მაღაროში მუშაობდნენ და შეამცირეს.

"სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძეს, მამა მაღაროელი იყო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანე. ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, იქ სადაც, ყველგან თხრიან. სადაც ყველგან შეიძლება გათხარო. იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ. ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით. აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ სიკვდილის. აქ ისეა გაცემული სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო", -  წერს ჟურნალისტი ლაურა აბრამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×