რეზონანსი
31.03.2019

 გერმანიის ქართული სათვისტომოს ფეისბუქ-გვერდზე მომხმარებელი რომა მორჩილაძე წერს მარტის ბოლო დღეებში გერმანიაში ქართველი ემიგრანტების ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში სპეციალური რეისებით აბრუნებენ. ნაკადი იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ადგილიც კი არ მოიძებნა და უკან მიაბრუნეს:

"ამ დღეებში აქედან სპეცრეისია საქართველოსკენო. სულ ქართველებით გაავსეს თვითმფრინავიო, ოჯახებიც არისო და ციხეებიდანაცო, დარმშტად-თბილისის რეისი...

მეგობრებო, რომ დავწერე ბიჭი დაადეპორტეს-თქო, ახლა უკან დააბრუნეს, თვითმფრინავში ადგილები არ იყო საკმარისი და 4 ადამიანი დააბრუნეს უკან. ველოდებით სახლში უნდა მოვიდეს", - წერს რომა მორჩილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×