რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ ის სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია და მისი დახ­მა­რე­ბა ყვე­ლას გა­მო­ად­გე­ბა.

„ჩა­მო­ვი­დეს უკ­რა­ი­ნა­ში. ვფიქ­რობ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა თა­მა­შობს ყვე­ლა­ზე დიდ როლს, რო­დე­საც იცავს უკ­რა­ი­ნის დე­მოკ­რა­ტი­ას ევ­რო­პა­ში და ამას აჩ­ვე­ნებს თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით. ის სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია და სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­სულ­ტან­ტი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, ყვე­ლა კან­დი­და­ტის­თვის, ვინც დღეს პო­ლი­ტი­კა­ში მო­დის. ვფიქ­რობ, ისე­თი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვი­ლია, ყვე­ლას დას­ჭირ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა.

ზე­ლენ­სკის ამ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა, რომ ზე­ლენ­სკი არ გავს ტრა­დი­ცი­ულ პო­ლი­ტი­კო­სებს.„ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქის არხი, რო­დე­საც ზე­ლენ­სკის ეკი­თხე­ბო­და, იმე­დოვ­ნებ­და, რომ უპა­სუ­ხებ­და: რას ამ­ბობთ, რა სა­ა­კაშ­ვი­ლი, გა­ეთ­რი­ოს თა­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში - უმე­ტე­სო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი „პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა" სწო­რედ ასე უპა­სუ­ხებ­და", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

"ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×