რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) ბაკურიანში სასტუმრო "რეზიდენსიში" გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც ერთ-ერთი დამსვენებელი ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, რომ მიუხედავად კომფორტული გარემოსი, შენობაში არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული.

"სასიამოვნო გარემო, სისუფთავე,ბავშვებისთვის კომფორტული,მაგრამ.. კორპუსებს არ აქვს სახანძრო კიბე,სადარბაზოებში დახშული ფანჯრები, რომელიც არ იხსნება, არ არსებობს საევაკუაციო კარი, საევაკუაციო გეგმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მხოლოდ კინკილა ცეცხლმაქრები კიდია სადარბაზოებშო, საერთოდ დამპროექტებლებმა რამეზე იფიქრა? ან ვინმე ცოტა ჭკვიანი არ გამოჩნდა ამხელა კორპუსი, რომ ჩადგეს და ამდენი ბავშვების სიცოცხლის პასუხისმგებლობა აიღეს??? ხო ლიფტი საერთოდ უფუნქციოა, ალბათ ახალ წელს რთავთ.."- ვკითხულობთ სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტში, რომელიც სასტუმროს "ფეისბუქ" გვერდზე გასულ წელს გაავრცელა.

დღეს ბაკურიანში სასტუმრო "რეზიდენსის" სახურავი დაიწვა და ცეცხლი შენობაზეც გადავიდა. ძლიერი ქარის გამო მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ლოკალიზება გაუჭირდათ.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100კვ.მ ფართობი.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×