რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. წაქცეულია რამდენიმე ხე. მოგლეჯილი ხეები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების წარმომადგენლებმა ხეების გატანა დაიწყეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ასათიანის ქუჩის გარდა, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე მსგავსი საფრთხეების აღმოფხვრის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×