რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განცხადებით, კერძო ტელევიზიებს ბიუჯეტის მიმართ 33 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვთ. როგორც მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი აღნიშნავს, ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისაგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა.„გადასახადების გადახდა არის ავტომატიზებული პროცესი. ე.ი. არსებობს გარკვეული მითითება,რომლითაც ეს პროცესი არ ხორციელდება ამ ორ ტელეკომპანიაზე. წინა კვირას 600 და 400 ლარებზე დაედოთ სხვა ტელევიზიებს ინკასო.

იმ პირობებში, როცა სარეკლამო ბაზრიდან ,,იმედსა" და „რუსთავი 2"-ს მიაქვთ ბაზრის უმრავლესობა, დაახლოებით 70%-ზე მეტი, სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელი ამბავია, როგორ უნდა იარსებოს სხვა მედიასაშუალებებმა. არც „იმედს" და არც „რუსთავი 2"-ს შემოსავლები არ უმცირდება. შემოსავლები უმცირდება სხვა მედიასაშუალებებს, მათ შორის რეგიონულ მედიებს, თან ძალიან მკვეთრად", - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

 

"აიპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×