რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) 70 წლის ქალი, რომელსაც ახალციხეში რამდენიმე დღეა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მყვინთავებმა მდინარეში მიაგნეს.

"სამძებრო სამუშაოები ხორციელდებოდა. შემდეგ გვითხრეს, რომ შესაძლოა მდინარეში ყოფილიყო. გამოვიძახეთ თბილისიდან მყვინთავები და გუშინ, 30 მარტს იპოვეს." - გვითხრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

შსს-ში ამბობენ, რომ ქალის გაუჩინარებისთანავე გამოძიება სსკ-ის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულიხსმობს. გვამის აღმოჩენის შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×