რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) 16 წლის მოზარდი, რომელმაც 19 თებერვალს გორში თვითმკვლელობა სცადა, წუხელ გვიან ღამით, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე დაახლოებით 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"გოგონას გული გაუჩერდა,ის წუხელ პირველ საათსა და თხუთმეტ წუთზე გარდაიცვალა"- განუცხადეს "პრაიმტაიმს" სამხედრო ჰოსპიტალში.

19 თებერვალს, გორში, 16 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მოზარდი დედამ საკუთარ ოთახში ხალათის ქამრით დაკიდებული იპოვა. ახალგაზრდა გოგო უმძიმეს მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმების მცდელობის მიუხედავად 16 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×