რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) ისანში მდებარე "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში ამ დრომდე ხმაურია. დევნილები შენობაში შეიჭრნენ და გამოსვლას არ აპირებენ. ასეთი ვითარებაა გუშინ ღამის შემდეგ.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

კომპანია „დირსის" კომპლექსში დევნილების შეჭრის შემდეგ ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობა მივიდა. გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ კერძო საკუთრებას კანონის ფარგლებში დაიცავენ. გიორგი კაციტაძის თქმით, ბინები, რომლებიც დევნილებმა დაიკავეს, სხვა მენაშენეებისაა, რომლებმაც კომპანიას თანხა ნაწილობრივ ან სრულად გადაუხადეს. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ დევნილთა სამინისტრომ რომელიმე კორპუსი დევნილებისთვის იყიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×