რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის საავადმყოფოში გუშინ საღამოს მიიყვანეს.

შემთხვევა ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს. მას მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევის მიზეზებზე ახლობლები არ საუბრობენ. სავარაუდოდ შელაპარაკება ორ პირს შორის მოხდა. მათივე თქმით, დაჭრილი მეზღვაურია და მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×