რეზონანსი
31.03.2019

 ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ფოტოს და მიმართვას აქვეყნებს:

"თენგიზ არჩვაძე და ნოდარ მგალობლიშვილი.

ეს არის კოლეგის და მეგობრის დიდი სიყვარულისა და პატივისცემის სახალხოდ გამოხატვა - როცა ერთი წლით უმცროს კოლეგას ფეხზე დგომა არ შეუძლია და შენ ზემოდან კი არ დაჰყურებ, არამედ დაიჩოქებ, რომ მასთან საუბარი შეძლო.

რამდენ ჩვენგანს შეგვიძლია ასე მოქცევა?!

დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი - საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი", - წერს მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×