რეზონანსი
31.03.2019

 საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 80 წლის გახდებოდა. ზვიად გამსახურდია, ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, 1939 წლის 31 მარტს დაიბადა; იყო ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი; საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის აპრილში აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს. იგი 1993 წლის 31 დეკემბერს, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში; გამოძიება საქმეზე რამდენჯერმე განახლდა, ბოლო გადაწყვეტილება 2018 წლის დეკემბერში მიიღეს.

ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტა გამოსცემს მისი სახელობის მარკას, ბიძნა ივანიშვილმა კი პირობა დადო, რომ ხიბულაში "ქართუ ფონდის" მეშვეობით მოაწყობს სახლ-მუზეუმს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×