რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. მას ჰკითხეს აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას. სააკაშვილის თქმით, ის აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, თუ ამას ქვეყნის გამოფხიზლება მოჰყვება.

„ამ სცენარისთვისაც მზად ვარ! თუ ამას მოყვება საქართველოს გამოფხიზლება, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხართეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამას წყნარად ვუყურო. ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის იმ ყველაფრის პირმშო, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ამ სახელმწიფოს ახლა კლავენ, ანადგურებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×