რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მოქალაქე, ვანო ნადირაძე უკრაინაში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ქვეყნის ნაციონალური პოლიციის (კორდი) ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დღეს დააკავეს.

ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ნადირაძე მოლდოვადან უკრაინაში უკანონოდ მოხვდა. ვანო ნადირაძე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა. იგი ასევე ბატალიონ "დონბასის" მეთაურია. მას „უკრაინის გმირის" წოდება აქვს მინიჭებული .

ცნობისთვის, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად ხელისუფლებამ სპეციალური დანიშნულების რაზმები გამოიყვანა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×