რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, სასაფლაოების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ლექსუსის და ტოიოტას მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს ხელის მოტეხილობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულუსხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×