რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) ნინოწმინდელი მამაკაცი ცოლს ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას "შაბათის კურიერი" ავრცელებს.

გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მამაკააი მოძალადე ცოლისგან დაცვას ითხოვს. მისი მტკიცებით ქალი მასზე რეგულარულად ძალადობდა.

"მემუქრებოდა, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდა. ამირომ იძულებული ვიყავი სახლიდან წავსულიყავი. ღამეს ხან ქუჩაში ვათევდი, ხან მანქანაში მეძინა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ჩემმა ცოლმა კედელიც კი გამოანგრია.

საპირისპიროს ამტკიცებს ქალი, და მეუღლეს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს: "მეუბნებოდა დაგკლავო. დანას კისერზე მადებდა და ჭურჭლის გარეცხვას მაიძულებდა".

საქმე ამჟამად სასამართლო განხილვის სტადიაზეა. პროკური აცხადებს, რომ "ცოლის მიერ განხორციელებული ძალადობის შემდეგ რამზინგ თამასიანმა ძლიერი ტანჯვა განიცადა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×