რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი, მთაში +6, +11, მაღალ მთაში კი, +4, +9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი, მთაში +7, +12 , მაღალ მთაში კი -2, +3 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერი დღეს +11 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება მომდევნო დღეების პროგნოზს, ხვალ დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ძლიერი ქარი იქროლებს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე 20-25 მეტრი/წამში. დღის განმავლობაში ჰაერი შიდა რაიონებში +15, +20 გრადუსის ფარგლებში გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, მაღალ მთაში ქარბუქი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წამში, გორი - სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ხვალ თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 3 აპრილიდან კი, შედარებით გამოიდარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×