რეზონანსი
29.03.2019

1 წლის და 8 თვის დაუნის სინდრომის მქონდე ბავშვი უკვე მეოთხე თვეა მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა. ამის შესახებ დღეს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმ ლია ტაბატაძემ სოციალურ მუშაკებთან შეხვდრისას პარლამენტში განაცხადა.  ეს მაგალითი ლია ტაბატაძემ იმის დასტურად მოიყვანა რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს.

"ორი წლის განმავლობაში სანამ ჩვენ კანონპროექტზე ვმუშაობთ დაიბადა ბავშვი, რომელიც არის 1 წლის და 8 თვის. ახლა იმყოფება იაშვილის კლინიკაში უკვე 4 თვეა. მას აქვს დაუნის სინდრომი, არ გამოუჩნდა პატრონი და სოციალური სამსახური ვერ მუშაობს ჯეროვნად", - განაცხადა ლია ტაბატაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×