რეზონანსი
29.03.2019

 პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „საქართველოს ფოსტა“ მისი სახელობის მარკას გამოსცემს. მისი ნომინალური ღირებულება 2 ლარი იქმება, ტირაჟი კი - 20 000. მარკის პრეზენტაცია 31 მარტს, გამსახურდიას დაბადების დღეზე გაიმართება. 

მარკის დიზაინი გოგა ქართველიშვილს ეკუთვნის. მარკაზე წითელი, შავი და თეთრი ფერები დომინირებს, რაც საქართველოს იმდროინდელი დროშისა და გერბის ფერებია. მარკაზე დატანილი პორტრეტი იგივეა, რაც თავად ზვიად გამსახურდიას მიერ 1990 წელს გამოცემულ წიგნის ყდაზეა გამოსახული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×