რეზონანსი
29.03.2019

 (რეზონანსი) მსახიობ თამუნა მუსერიძის აგარაკი კოჯორში გაქურდეს. როგორც ის ამბობს, სახლიდან ჭიშკარი, შესახვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები და სკამები მოიპარეს.

„ცოტა სასაცილოა, მაგრამ, წაღებულია ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. ალბათ, ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ და რაც მოახერხეს, ის წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, ვის უნდა წაეღო ეს ნივთები," - ამბობს თამუნა მუსერიძე "რუსთავი 2"-თან.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×