რეზონანსი
29.03.2019

 (რეზონანსი) ქარელის რაიონის, სოფელ ბრეთში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. ბაშვი გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის დავით ძნორაშვილის ცნობით, ბიჭს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

"როგორც ვიცი ბავშვი ავადმყოფობდა, სიცხეები ჰქონდა. ოჯახი სოციალირად დაუცველია. არ ვიცი ბიჭუნა ჰყავდათ თუ არა ექიმთან, ან რა სჭირდა ბავშვს, სოფელში ამბობენ რომ ავადმყოფობდა"- აცხადებს "პრაიმტაიმთან" ძნორაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 დან 4 წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×