რეზონანსი
29.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ მეტროს ყველა მიმართულებით სერიოზული კრიზისი აქვს, სატრანსპორტო კომპანია კი ფაქტებს მალავს.

"მეტროში არის სერიოზული კრიზისი თითქმის ყველა მიმართულებით (ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, დასაქმებულები და ა.შ.). თბილისის მერიის სამსახურებო და სატრანსპორტო კომპანიავ, ვიცი რომ ცდილობთ დამალოთ შექმნილი რთული ვითარება. ჰოდა გაფრთხილებთ: ფაქტების თავგანწირული დამალვის ფონზე, რამე უბედურება არ დაატრიალოთ!" - წერს მესხიშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×