რეზონანსი
29.03.2019

 სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება ფოტოები მეტროდან. მგზავრები შეფერხების შესახებ იტყობინებიან.

რა ხდება მეტროში სინამდვილეში და რატომ გახშირდა ბოლო დროს ტექნიკური ხარვეზები მიწისქვეშა ტრანსპორტში?

"შეფერხება არ ყოფილა. 9:30საათზე ტექნიკური ხარვეზი იყო მხოლოდ. ერთმა შემადგენლობამ მგზავრები არ აიყვანა და მეტრო სამგორში ჩიხში შევიდა. ამან მოძრაობა 2-3 წუთით დააყოვნა...“, - ამბობენ მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.

რაც შეეხება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორ შემთხვევას (21 მარტი, 22 მარტი), როდესაც მოძრაობა ფერხდება და მეტრო ორივე შემთხვევაში ფაქტს ტექნიკური ხარვეზით ხსნის, ამაზე სატრანსპორტო კომპანიაში "პრაიმტაიმთან" აცხადებენ, რომ "მატარებელი ტექნიკური საშუალებაა და შეიძლება მას ხარვეზი შეექმნას. მთავარია, რომ ადგილზე მალევე ხდება ამ პრობლემის მოგვარება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×