რეზონანსი
29.03.2019

 მსახიობი სანდრო მიკუჩაძე გაქურდეს. უცნობმა პირებმა კოჯორში, აგარაკიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს. მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შსს და მიმდინარეობს გამოძიება.

„ნიუპოსტი“ სანდრო მიკუჩაძის მეუღლეს, თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა , რომ შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

„წაღებულია ჭიშკარი, სახლის კარი, ჟალუზები და სხვა... გამოიკითხა სანდროს ბებია, როგორც ვიცით, მიმდინარეობს გამოძიება“ - განაცხადა თამუნა მუსერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×