რეზონანსი
29.03.2019

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეგრული ჯიშის თხების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი 25 მარტს გამოცხადდა და  განაცხადები 31 მარტიდან 2 აპრილამდე მიიღება.

ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ცენტრისთვის შემდეგი დასახელებისა და რაოდენობის თხების მიწოდება:

"მეგრული ჯიშის თხა - ნეზვი; შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა; მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი, კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით",- აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×