რეზონანსი
28.03.2019

 ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებული მრავლობითი მოტეხილობით ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×