
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ცემის ფაქტს უარყოფს და მისი ადვოკატის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას და სიცრუეს უწოდებს.
როგორც ლევან ჩხეიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ანა ბაგრატიონი მის მეუღლეს არასდროს უცემია და არარსებული ფაქტის გასაჯაროება იმისთვის დასჭირდა, რომ მას სასამართლო პროცესის წაგების ეშინია.
"გვაინტერესებს, რატომ ახლა და რას ელოდებოდა 5 წელი მოწინააღმდეგე მხარე. რატომ არ მიმართა პოლიციას, თუ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი. 2013 წლის შემდეგ ანა ბაგრატიონს არ უცხოვრია დავითის ოჯახში. ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებია, რაც დროში ერთმანეთს არ ემთხვევა", - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ანა ბაგრატიონ- გრუზინსკის ცემის ფაქტია დადასტურებული, ჩხეიძის თქმით, მათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთანაც ბევრი კითხვა აქვთ.
„დღეს უკვე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია და ეს, არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიურო იძლევა არასანდო დასკვას. იყო იქ საუბარი დოკუმენტების და ხელმოწერების გაყალბების თაობაზე. გაჩნდა ეჭვი სამახარაულის ბიუროსთან მიმართებაში, რომ ისინი აყალბებენ ხელმოწერებს, რაც გრუზინსკების ოჯახს ეხება“- განაცხადა ჩხეიძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ ანა ბაგრატიონი და მისი ოჯახი დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობს, რაც ღირსების შელახვაა და ამაზე მათ პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევთ.