რეზონანსი
28.03.2019

1-ელი აპ­რი­ლი­დან დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც 2018 წლის 6 აგ­ვის­ტოს უკვე შე­უს­რულ­დათ 40 წელი ან მეტი. სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ს ც­ნო­ბი­თ, მსურ­ვე­ლებს გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ოფის­ში (ყიფ­ში­ძის 7ბ) ან სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ.

„სქე­მის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რის მსურ­ვე­ლებ­მა, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: სქე­მა­ში ჩარ­თვის თა­რი­ღად ით­ვლე­ბა ის თა­რი­ღი, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ის, ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბუ­ღალ­ტერ­მა და­ხუ­რა დეკ­ლა­რა­ცია და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი და­ხუ­რუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­რი­ღი­დან სამი თვის შემ­დეგ, და­საქ­მე­ბულს აქვს უფ­ლე­ბა და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­რი­ღი­სა და გას­ვლის პე­რი­ო­დის შე­მოწ­მე­ბა და­საქ­მე­ბულს სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დის პი­რად პრო­ფილ­ზე შე­უძ­ლია, იქ სა­დაც სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს ამოწ­მებს. ორი დამ­საქ­მებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რად გვერ­დზე შე­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა ორი პა­რო­ლი”, - ნათ­ქვა­მია სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გან­ცხა­დე­ბის და­სა­წე­რად და­საქ­მე­ბუ­ლებს აქვთ მხო­ლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვე­ში და­საქ­მე­ბუ­ლი არ და­წერს გან­ცხა­დე­ბას, ის რჩე­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლედ. ამას­თან, გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა მინ­დო­ბილ პირს ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად და­მოწ­მე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უძ­ლია. სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა შე­მომ­ტა­ნებს (სა­ხელ­მწი­ფო, დამ­საქ­მე­ბე­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი) და­უბ­რუნ­დე­ბათ. სა­ა­გენ­ტო თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×