რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) სოციალური მუშაკები გაფიცვას არ წყვეტენ. ამის შესახებ მათ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

„გაფიცვა გაგრძელდება. დღეს მოგვაწვდიან ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც ჩვენი შეთანხმება იქნება ასახული და ამის შედმეგ გადაწყდება გავაგრძელებთ თუ არა გაფიცვას", - აცხადებენ სოციალური მუშაკები.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოციალური მუშაკები გაფიცვას ხვალიდან შეწყვეტდნენ.

კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს დასახული სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, უმეტესწილად მათთვის მისაღებია.

კერძოდ, ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და იგი დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და იგი 1200 ლარი იქნება.

სოციალური მუშაკები უკვე მეოთხე დღეა ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×