რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) მძარცველებმა გია ვოლსკის სახლის ნაცვლად მისი მეზობლის სახლი გაქურდეს.

„პრაიმტაიმს" დაზარალებულის ახლობელი უყვება, რომ დეპუტატის და მისი მეზობლის სახლები გვერდი-გვერდ დგას და სახლიდან სასოფლო სამეურნეო ნივთებია წაღებული.

მისივე ინფორმაციით, მძარცველები დეპუტატის სახლში შესვლას ვერ შეძლებდნენ, რადგან ფანჯრებზე გისოსებია. გია ვოლსკი მეზობლის სახლის გაქურდვის ფაქტზე შინაგა საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შესულა.

მეზობლის სახლის გაქურდვის შესახებ უცნობი არის თავად დეპუტატისთვისაც, რადგან ის სოფელ ახატანში იშვიათად ჩადის. გია ვოლსკი ადასტურებს, რომ მისი სახლი გაქურდული არ არის. დეპუტატის თქმით მხოლოდ მინაა ჩამსხვრეული და არ გამორიცხავს რომ ფანჯარას ვინმემ შემთხვევით ქვა ესროლა.

„ჩემს სახლში მხოლოდ ფანჯრის მინა იყო ჩატეხილი. შესვლა რომ მოენდომებინათ ვერც შევიდოდნენ. პოლიციისთვის არც დამირეკავს, შეიძლება ვიღაცამ ქვა ისროლა და ძარცვის მიზნით არც კი მომხდარა. იქ ყველამ იცის რომ სახლში არაფერი მაქვს" - აცხადებს „პრაიმტაიმთან" საუბრისას გია ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×