(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მის სახლში სავარაუდოდ უკანონოდ შეაღწიეს.
როგორც დეპუტატი ამბობს, მხოლოდ საკუჭნაოს ფანჯარა დახვდა ჩატეხილი და სავარაუდოდ, სამუშაო იარაღი მოიპარეს.
„მე ერთი თვის წინ ვთქვი ამის თაობაზე და ეტყობა ახლა რაღაც პოლიტიკურ კონიუნქტურას დასჭირდა, რომ ამ თემისგან სკანდალი შეიქმნას. საკუჭნაოს ფანჯარა იყო ჩატეხილი, ალბათ ეგონათ, რომ იქ არავინ არ ცხოვრობს. მახსოვს, რომ ფანჯრის რაფაზე სამუშაო ინსტრუმენტი იდო და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ის წაეღოთ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. გაქურდვა ამას არ ქვია, ჩემით ვთქვი და რა მექაჩებოდა ენაზე", - უთხრა ვოლსკიმ „ლიბერალს".
ვოლსკის თქმით, მხოლოდ ფანჯრის ჩატეხვის გამო, პოლიციას განცხადებით ვერ მიმართავდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ახატანაში გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში პირველი სართულიდან შეაღწიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს უარყოფს და აღნიშნავენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება უწყებაში არ შესულა.