რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია სახლის გაქურვის საკითხზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას კვლავ ერიდება. ამჯერადაც გიორგი ქობულია ხაზს უსვამს, რომ საქმე მის პირად ცხოვრებას და ქონებას ეხება, თუმცა პასუხში ქურდობის ფაქტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გაამჟღავნა.

„არ ვთვლი რომ დიდი რამე მოხდა, მოხდა ის რაც არის... წვრილმანი ქურდობაა. ბევრი არც არაფერი დაკარგულა. მსგავსი ფაქტები ხდება. ამ თემის ჩაღრმავებას აღარ ვაპირებ. საგამოძიებო ორგანოებმა ამომწურავი განმარტებები უკვე გააკეთეს",- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ქობულიას აგარაკი წყნეთში 16 მარტს გაიქურდა. პოლიციამ ქურდობის საქმეზე 29 წლის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×