რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) ვფიქრობ, ფსიქოლოგიური ტესტი არამარტო პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ ყველას უნდა ჩაუტარდეს, ვინც აქტიურ პოლიტიკაშია, - ამის შესახებ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია აკეთებს.

ადა მარშანიამ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადება შეაფასა, რომელიც ირაკლი კობახიძისთვის ფსიქოლოგის გამოყოფის საჭიროებაზე საუბრობს.

მარშანიას განცხადებით, ფსიქოლოგიური ტესტი პოლიტიკოსებისთვის საჭიროა, ვინაიდან უმეტესად ქვეყნის ბედს პოლიტიკოსები განკარგავენ.

"პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის მართვის უცნაური მანერა აქვს. მას არ აქვს გააზრებული თავისი თანამდებობის მნიშვნელობა. ბატონი კობახიძისთვის ეს თანამდებობა ნაადრევია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ტესტს, ვფიქრობ, ის ყველა იმ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს, რომელმაც აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა გადაწყვიტა, ვინაიდან ნაწილობრივ პოლიტიკოსების ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი", - აღნიშნა ადა მარშანიამ "ინტერპრესნიუსთან".

დღეს დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა.

"სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ფსიქოტესტები უნდა გაიარონ პრეზიდენტობის კანდიდატებმაო. ვფიქრობ, ერთი ფსიქოლოგი პარლამენტის თავმჯდომარესაც სჭირდება, - თქვა ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×