რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების საქმეზე დაკავებულ მირიან მჟავანაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, თუმცა როგორც განმარტავს, მჟავანაძე ვერც კი მიხვდა, რომ დანაშაული ჩაიდინა.

ლევან დავითაია აცხადებს, რომ მირიან მჟავანაძეს ვიდეოკადრები პირად შეტყობინებაში გაუგზავნეს და განზრახვის გარეშე Youtube-ზე საკუთარ გვერდზე ატვირთა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მირიან მჟავანაძემ კადრები ინტერნეტსივრცეში, დაახლოებით, 10 დღის წინ ატვირთა.

ადვოკატის თქმით, როგორც წინა საქმეზე, რა დროსაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 18 ადამიანი დააკავეს და ამჯერადაც ვიდეოს გამგზავნი ერთი და იგივე პირია. მისი სოციალური გვერდი გამოძიებას დაბლოკილი არ აქვს.

„საკმაოდ ბავშვური, ასაკთან შესაბამისი პასუხი აქვს, რომ Youtube-ზე მუდმივად ტვირთავდა გარკვეული თემატიკის ვიდეოებს იმისთვის, რომ Like-ები დაეგროვებინა და რეიტინგული არხი გამხდარიყო. ანგარებითი მიზანი არ ჰქონია. ამ ვიდეოს გამომგზავნი ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც ბატონი მჟავანაძესთან მიმართებაში, ასევე სხვა დაკავებულებთან მიმართებაში და დღემდე არხი, რომლითაც ეს პიროვნება ვიდეოებს უგზავნის, ალბათ, ყველას, ჯერაც არ არის შეზღუდული, აღკვეთილი და კვლავ ხდება ამ პიროვნებისგან ვიდეო ფაილების გავრცელება," - განაცხადა ადვოკატმა, ლევან დავითაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×