რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი 32 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას.

თაკო ლომიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი შემთხვევა ხაშურში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქმარმა ცოლს სილამაზის სალონში ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×