რეზონანსი
28.03.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ნ. ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც "ნიუპოსტს" შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით თბილისში, ვაკეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი - ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო "ბერეტას" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 7 ვაზნა, ასევე, იარაღის მაყუჩი და დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×