(რეზონანსი) ფილარმონიის დირექტორი გიორგი კერესელიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ფილარმონიაში ნიკოლოზ მემანიშვილს დააბრუნებენ, სამართლებრივი გზით იბრძოლებს.
„მემანიშვილი რომ ითხოვს, ეს არაფერს ნიშნავს, მეც მინდა ხუთი მილიონი, მაგრამ მომცემენ? მემანიშვილი ითხოვს, სახელმწიფომ წაიღოს დარბაზი, აკიდოს ბიუჯეტს მისი შენახვა და გადაეცეს მემანიშვილს, რომელიც ასევე სახელმწიფო ორკესტრია. მემანიშვილი ხელფასს იღებს სახელმწიფოსგან და არამარტო ხელფასს, ბევრ პრემიასაც. ახლა უნდა, ფილარმონიაში ჩაატაროს კონცერტები, საიდანაც ასევე თვითონ აიღებს ხელფასს. სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ბიზნესის გაკეთება, რაც ჩემთვის გაუგებარი თემაა.
რაც მე მემანიშვილს ცხოვრებაში კარგი გავუკეთე და რაც მე მისი წარმატებისთვის გამიკეთებია, ალბათ, საერთოდ არ ახსოვს. ახლა იმის ღირსადაც არ ჩამთვალა, რომ სასაუბროდ მაინც მოსულიყო ან დაერეკა და ეთქვა, ასეთ რამეს ვაპირებო. ძალიან აღშფოთებული და გაკვირვებული ვარ მისი საქციელით. კაცს, რომელთანაც წლებია ვმეგობრობ, შეუძლია, ასე მოულოდნელად გაგთელოს. ჩემთვის არაფერი უკითხავს, პირდაპირ პრესკონფერენცია დანიშნა. ზარებზე არ მიპასუხა . როცა მივწერე, მიპასუხა, არ ვიცოდი, მეგონა, რომ თქვენთან ხელშეკრულება უკვე გაწყდაო და ახლა ხომ იცის, რომ არ შეწყვეტილა და მაინც იგივეს აკეთებს. ეტყობა, ასეთი გეგმა ან პოლიტიკური დავალება აქვს, არ ვიცი,-" აცხადებს კერესელიძე.
ფილარმონიის დირექტორის თქმით, ყველას შეუძლია ფილარმონიაში კონცერტის გამართვა. „ყველა ამბობს, რომ „ბლექსიარენა" ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა და მისი შენახვის ხარჯები სახელმწიფოს აკიდეს. როცა ერთადერთი დარბაზი გაქვს ქვეყანაში, რომელიც თავისით არსებობს, სახელწიფო დაფინასებაზე არ არის და ერთი თეთრი არ დაუხარჯავს სახელმწიფოს ამ დარბაზში, ის ისევ სახელმწიფოს უნდა დაუბრუნონ და კერძო ინვესტორი, რომელსაც 26 მილიონი უკვე დახარჯული აქვს ამ დარბაზში, სახლში გაუშვან. როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იქნება, ახლა გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს ავკიდოთ ამხელა ხარჯი, იმისთვის, რომ მემანიშვილმა თბილისის ცენტრში ახალი ბინა იშოვოს და კონცერტს რომ გააკეთებს, შემოსავალიც თვითონვე აიღოს. არ ვიცი, ლოგიკა სად არის. თუ არ იქნება რეაგირება, სამართლებლივი გზით წავალ, სხვა გამოსავალს არ მიტოვებენ. სახლში უნდა გაუშვან ინვესტორი და მემანიშვილზე სახელმწიფომ კიდევ 10 - 20 მილიონი უნდა დახარჯოს და დარბაზიც უნდა აჩუქონ. ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მე ამ საქმეს არ მოვეშვები. მემანიშვილმა მეგობრობას ხაზი გადაუსვა, აბა, მე 26 მილიონი ჰაერში გავისროლე? ამდენი ვალდებულება კისერზე მაქვს. გამომიყვანონ და დამხვრიტონ მაშინ. თუ მემანიშვილს უნდა წავიდეს და ოპერაში დაუკრას, ან პლეხანოვის ფილარმონიაში, რატომ არ უშვებს არავინ, ე.ი. ასეთი ხასიათი აქვს ალბათ", აცხადებს გიორგი კერესელიძე.
შეგახსენებთ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორ-კესტრი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართავს თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ. როგორც ორკესტრის ხელ-მძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავაფეროვანი კონცერტების ჩატარებას.
(2020 ნიუსი)